ერთ ერთ მათემატიკის გაკვეთილზე მასწავლებელმა შემოგვთავაზა გვემუშავა პროექტზე «ხაჭაპური» . მოკლედ აგვიხსნა საგანმანათლებლო საერთაშორისო ქსელის iEARN ისა და საქართველოს საგანმანათლებლო სარესურსო ქსელის GEARN -ის შესახებ, მიმდინარე ქართულ პროექტებზე და ამ პროექტებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე. თავიდანვე აგიძრა სურვილი, თუმცა ცოტა უცნაური მოგვეჩვენა როგორ უნდა გვემუშავა პროექტზე «ხაჭაპური». სულ მალე ეს უცნაურობა მართლაც რომ საინტერესო, სახალისო და სასარგებლო საქმიანობაში გადაიზარდა.დაფის შუაგულში მასწავლებელმა დაწერა სიტყვა «ხაჭაპური» და გვთხოვა, გამოგვეთქვა ჩვენ-ჩვენი აზრი როგორ შეიძლებოდა პროექტზე მუშაობა ისე, რომ ჩვენს მიერ გავლილი სასწავლო მასალის გამოყენება შეგვძლებოდა. დაფაზე ასეთი სქემა გაიშალა:
აქვე გავაკეთეთ სქემის რეზიუმე. ჩამოვაყალიბეთ პროექტის მიზანი და დავწერეთ პროექტის სამოქმედო გეგმა
მიზანი :
ქართული სამზარეულოს ერთ ერთი უნიკალური კერძის ხაჭაპურის მრავალფეროვნების გაცნობა. კომპიუტერთან მუშაობის, ინფორმაციის მოძიების, დამუშავების, ინტერვიუს აღების, მონაცემთა შეგროვების, კვლევის უნარების განვითარება
სამოქმედო გეგმა:.
1. ჯგუფების შექმნა
2. რეცეპტების შეგროვება
3. გამოკითხვა
4. ხაჭაპურის ტიპიური ფასი ქალაქში
5. საცხობის ანალიზი
6. გამოცხობა დაგემოვნება
7. ხაჭაპურის კალკულაცია
8. ფოტოალბომი
9. ბლოგის შექმბა
10. პრეზენტაცია
თამარ მოგესალმებით,
ReplyDeleteუზომოდ დიდი მადლობა მინდა გადაგიზადოთ თქვენ და თქვენ მოსწავლეებს.
აღსანიშნავია, რომ თქვენ პროექტში ტრენინგზე განხილული ყველა საკითხი კარგად გაქვთ შერწყმული და გამოყენებული პროექტზე მუშაობისას.
გილოცავთ პროექტის წარმატებით დასრულებას