ჩვენი ჯგუფის დავალება იყო, საცხობების გამოკითხვა და გამოკვლევა თუ რა თანხებთან არის დაკავშირებული ერთი ხაჭაპურის გამოცხობა და რა მოგება რჩება საცხობს ერთ ხაჭაპურზე. დავალების შესასრულებლად ჩვენს სკოლასთან არსებული საცხობი ავირჩიეთ. იქ მისულებმა, პერსონალი დავალების შინაარსში გავარკვიეთ და ვთხოვეთ ჩვენს რამოდენიმე კითხვაზე პასუხი გაეცათ. რა თქმა უნდა დაგვეთანხმნენ.
ინტერვიუს პროცესი ძალიან საინტერესო და სახალისო იყო. კვლევის შედეგები კი ქვემოთ მოცემულ ცხრილშია. საცხობის ანალიზმა აჩვენა რომ ერთი ხაჭაპურის თვითღირებულება არის 0,87ლარი, გასაყიდი ფასი კი 2 ლარი. ანუ მოგება არის 130%